logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო
- +

18 აგვისტო. 2017. 10:26



შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 769 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი" ამოიღეს.


ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner