გაერო-ს უშიშროების საბჭომ, გუშინ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი დაგმო. უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განხორციელებული თავდასხმა „ბარბაროსული და ამაზრზენია".
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებით, ტერორიზმი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ტერორიზმთან ბრძოლის აქტივიზირება უნდა მოხდეს.
„სოლიდარობას ვუცხადებთ ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში და აღვნიშნავთ, რომ საჭიროა ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურება", - ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
ბარსელონაში, რამბლას ქუჩაზე განხორციელებულ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა.