logo_geo
eng_logo
„ბათუმში მწვანე საფარი ნადგურდება!“- ზაზა სიამაშვილი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს
- +

11 აპრილი. 2016. 23:08


 

„ნადგურდება ბაღები, პარკები, სკვერები... გადათხრილია ქუჩები..."-  ლექტორი ზაზა სიამაშვილი საქართველოს პრემიერ- მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და ბათუმში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.


როგორც სიამაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, ბათუმში არსებული მწვანე საფარი დღითიდღე ნადგურდება, რასაც მოსახლეობის აღშფოთება და გამოსვლები ხელს ვერ უშლის.

 

„ბათუმში კატასტროფები ხდება!  ნადგურდება სკვერები, ბაღები. ყველაფერი რითიც ბათუმს თავი მოაქვს,  ტოტალურად ნადგურდება. პუშკინის ქუჩა გადათხრილია, ასეთ მდგომარეობაშია თითქმის ყველა ქუჩა, რაც ტრანსპორტის პარალიზებას იწვევს.  სახანძრო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები დანიშნულების ადგილას ვერ მიდიან.

შეჩერდა მხოლოდ ბულვარის სამი ფენის გასხვისება, თუმცა  სანაცვლოდ არაფერი კეთდება. ქუჩები მოხრეშილია.

 

15 ივნისს იხსენება ოფიციალურად სეზონი. აპრილის თვეა და ქუჩების მდგომარეობა შემაშფოთებელია.  ბათუმის სიმბოლო,  ასწლოვანი უიშვიათესი ჯიშიხ ხეები და ნარგავები არის ამოთხრლი, დანაწევრებული. 

 

მივმართავ საქართველოს პრემიერ- მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომ დროულად მიაქციოს ამ საკითხს ყურადღება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მწვანე საფარი ყოველ დღე  ნადგურდება!  შეიძლება გაისად ამ დროისთვის, არ იყოს საერთოდ არც ერთი ხე."- განაცხადა ზაზა სიამაშვილმა „რეპორტიორთან".  


თემასთან დაკავშირებით სიამაშვილმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს გიორგი ერმაკოვი ბათუმს ყურადღებას არც აქცევს.


„არავინ, არავინ ისე არ მტრობს „ქართულ ოცნებას" როგორც ზოგიერთი ქალაქის მესვეური... ბათუმი ამის ნათელი და უზუსტესი მაგალითია... აი, ეს ვაჟბატონი - გიორგი ერმაკოვი... რომელიც მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ რამით ავნოს ქალაქს... ნადგურდება ბაღები, პარკები, სკვერები.... გადათხრილია ქუჩები... ცენტრალური ხელისუფლება დუმს და ამ დუმილით  „მწვანეს"  უნთებს  ამ  მავნებელს..."

 

 

„რა ელის სკვერს ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაში?"- ბათუმში არსებული პრობლემის შესახებ სააგენტო „ბათუმელებიც" წერს და ფოტოებს ავრცელებს.


„ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში,  შპს „კმ. გრუპი" მშენებლობას გეგმავს. ეს ტერიტორია, სულ 3392 კვ. მეტრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა, 2015 წლის ბოლოს კი ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობეს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ზუბალაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე სკვერი, რომელშიც მაგნოლიები და სხვა მრავალწლოვანი მცენარეებია, ინვესტორის საკუთრებაშია. შენარჩუნებული იქნება თუ არა ამ ტერიტორიაზე მცენარეები? - ამ ეტაპზე შემოსაზღვრული ტერიტორიის შიგნით რამდენიმე ხეა მოქცეული, სკვერის ნაწილი კი, რომელიც კომპანიის საკუთრებაშია და სადაც მრავალწლოვანი მაგნოლიები დგას, ჯერჯერობით არ არის შემოღობილი. ღობეზე არც საინფორმაციო დაფაა გაკრული.


სკვერი ზუბალაშვილზეაჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის განყოფილების უფროსის, არჩილ ბერიძის განცხადებით, კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებულ ხე-მცენარეებზე საუბარი არ არის: ასე დეტალურადრამდენი ხე უნდა მოიჭრას, ხელშეკრულებაში არ არის. არის უბრალოდ ვალდებულება - ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს საცხოვრებელი სახლი და ამასთან უზრუნველყოს სკვერის მოწყობაც. შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით განისაზღვრება, კონკრეტული ხე დარჩება თუ არ დარჩება."

 

იგეგმება თუ არა ამ ტერიტორიაზე მაგნოლიების მოჭრა ან სხვა მცენარეების გადარგვა? - ამ კითხვაზე შპს „კმ. გრუპში" „ბათუმელებს" არ უპასუხეს.


ხეები, რომლებიც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იყო, უკვე მოჭრილია."- წერს სააგენტო „ბათუმელები."


 

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner