დღეს, „ბლექ სი არენაზე" ლეგენდარული „GIPSY KINGS"-ის კონცერტი გაიმართება. ჯგუფის წევრები უკვე საქართველოში იმყოფებიან.
ორგანიზატორების განცხადებით, პირველად საქართველოში ჯგუფი კლასიკური შემადგენლობით ჩამოვიდა.
სპეციალური მოწვევით ტონინო ბალიარდო და ნიკოლას რეიესიც ჩამოვიდნენ.
კონცერტი პროექტ „Check In Georgia"-ს ფარგლებში ხორციელდება.