საქართველოს „სასწრაფო დახმარება" მსოფლიოში საუკეთესოა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო news.rambler.ru წერს.
პრაღაში ევროპის (EENA) სასწრაფოს ნომრის ასოციაციის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც „საუკეთესო ინოვაციური სერვისისთვის" 112-ის დეპარტამენტი დაჯილდოვდა.
82 ქვეყანას შორის 112-ის დეპარტამენტი სმს- სერვისის, ვიდეო ზარისა და უსინათლოთათვის, ასევე სმენა დაქვეითებულთათვის ხელმისაწვომი მომსახურების გამო დაჯილდოვდა და საუკთესოდ დასახელდა.