logo_geo
eng_logo
ბარსელონას ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ,17 წლის მუსა უკაბირია
- +

18 აგვისტო. 2017. 14:33



ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „El Mundo" იუწყება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ დაკავებული დრის უკაბირის ძმაა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა მუსამ უფროსი ძმის საბუთებით დაიქირავა ავტოფურგონი, რომელიც ტერაქტისას იქნა გამოყენებული.


როგორც გამოცემა იუწყება, მუსა უკაბირი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება შეიარაღებული იყოს. სამართალდამცველები მისი ძებნის ოპერაციას ატარებენ.


ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.


აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner