logo_geo
eng_logo
იოჰანეს დიმროტი: ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერაქტის ფონზე გერმანიაში ტერორისტული საფრთხის დონე მაღალი რჩება
- +

18 აგვისტო. 2017. 15:59



გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენლის იოჰანეს დიმროტის განცხადებით, ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერაქტის ფონზე გერმანიაში ტერორისტული საფრთხის დონე მაღალი რჩება.  

 

„საფრთხის დონე მაღალია, ის მაღალი იყო გუშინდელ საზარელ მოვლენებამდე და ახლაც მაღალი რჩება", - განაცხადა იოჰანეს დიმროტმა.


ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner