ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში რთველი სექტემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. სააგენტოს ცნობით წელს ყურძნის უხვი მოსავალია. დიდი მოთხოვნაა საფერავზე და მისი ფასი 1 ლარიდან დაიწყება.
ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კილოგრამ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.