ეროვნული კინოცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, ანა ურუშაძის „საშიში დედა" სარაევოს 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ამავე ფესტივალზე ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ასევე ქართველ რეჟისორს რატი ონელს გადასცეს ფილმისთვის „მზის ქალაქი".
ანა ურუშაძის ნამუშევარმა სულ ცოტა ხნის წინ პრიზი ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალზე წლის საუკეთესო მხატვრული ფილმის დებიუტის ნომინაციაში აიღო.