logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო
- +

18 აგვისტო. 2017. 18:25



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო.


პროექტის ღირებულება 5 200 000 ლარს შეადგენს.


მიმიდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა. 

 

პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით. დაბა ლაითურის მოსახლეობას 27 წელია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებდით და სამუშაოებიც დაიწყოპროექტის დამფინანსებელია  ევროპის საინვესტიციო ბანკი. მშენებლობის ხანგრძლივობა შეადგენს 16 თვეს, რომლის დასრულების შემდეგ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი სასმელი წყლით 3 400 აბონენტი მომარაგდება",- განაცხადა გამგებელმა.






 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner