საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო.
პროექტის ღირებულება 5 200 000 ლარს შეადგენს.
მიმიდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.
„პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით. დაბა ლაითურის მოსახლეობას 27 წელია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებდით და სამუშაოებიც დაიწყო. პროექტის დამფინანსებელია ევროპის საინვესტიციო ბანკი. მშენებლობის ხანგრძლივობა შეადგენს 16 თვეს, რომლის დასრულების შემდეგ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი სასმელი წყლით 3 400 აბონენტი მომარაგდება",- განაცხადა გამგებელმა.