26 წლის ავსტრალიელი ჯულია მონაკო ბარსელონის ტერაქტის გარდა, მანამდე ლონდონისა და პარიზის ტერაქტების თვითმხილველი იყო.
ჯულია რამბლას ქუჩის ერთ-ერთ მაღაზიაში რამდენიმე წუთით ადრე შევიდა, სანამ ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. 2017 წლის ივნისში, ის ლონდონის ტერაქტის დროს ბაზარ ბორო-მარკეტთან ახლოს მდებარეობდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ის მეგობართან ერთად პარიზში გაემგზავრა, სადაც საკუთარი თვალით დაინახა პარიზის ღვისმშობლის ტაძართან „ისლამური სახელმწიფოს" მიერ პოლიციელზე თავდასხმა.
„მე არ ვაპირებ სახლში დაბრუნებას. მე ვაპირებ, დავრჩე აქ და ვნახო ყველა ის ადგილი, რომლის ნახვაც დაგეგმილი მქონდა. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, არ მივცემ გამარჯვების უფლებას", - განუცხადა ჯულიამ ავსტრალიურ გამოცემას.