logo_geo
eng_logo
„ოდესაში საბოტაჟს გვიწყობენ!“- მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში მიდის
- +

11 აპრილი. 2016. 23:31

 

 

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ამ წუთებში პრეს-კონფერენცია გამართა:

 

„მოვედი რომ მოგმაროთ და ვთქვა, რაც დღეს უკვე ვთქვი პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ჩემს შეშფოთებაზე, რაც კიევსა და ოდესაში ხდება. უკანასკნელი თვეების მანძილზე ჩემი გუნდი, როგორც პროგრესული ადამიანები, მთავრობის დარწმუნებას ვცდილობთ რომ რეფორმები გატარდეს, რაც უნფო მეტი დრო გადის მით მეტად არ არის იმედი რომ რამე შეიცვლება. სია დიდია, მაგრამ არც ერთი დაპირება, არც ერთი რეფორმა არ ყოფილა ასრულებული. ამიტომ რეალური რეფორმატორული სამუშაო სასწრაფოდ არის გასატარებელი. მივმართავ პრეზიდენტს მოთხოვნით, იაცენიუკის წასვლა, ეს პრობლემის გადაჭრა არ არის. პრობლემა არა მხოლოდ იაცენიუკის, არამედ უკრაინის პრეზიდენტის მიდგომებშიცაა, ასევე მისი მისი გარშემომყოფების ხედვაში. მივმართავ დეპუტატებს არ უყარონ კენჭი თავიდანვე ცხად მთავრობას, რომელიც კორუმპირებული და არანოვატორული იქნება.

 

შეიქმნას სახალხო ნდობით აღჭურვილი მთავრობა, რომელსაც ხალხის ნდობა ექნება, დაიწყოს საზოგადოებრივი დებატები ამ ტემაზე.

 

ოდესაში საბოტაჟს გვიწყობენ, ყველა ადმინისტრაციული ვერტიკალი იმას ფიქრობს, ღმერთმა არ ქნას ოდესაში რაიმე კარგი მოხდესო...

 

მივმათავ უკრაინის პრეზიდენტს , ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და შეწყიტოს ჩვენი ხელის შეშლა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და თავისი მოთხოვნები ჩამოაყალიბა, რომელიც არა „უახლოეს თვეებში ან 6 თვეში შესრულდება, არამედ დაუყოვნებლივ, ამ დღეებში":


1. ნდობის მთავრობის შექმნა და პროცესის გამჭვირვალობა;

2. ოდესაში ოლიგარი და სეპარატისტი პროკურორის მოხსნა და ტრუხანოვზე სისხლის სამართლის საქმის აღიძვრა;

3. ადგილობრივი საგადასახადო უწყების ხელმძრვანელების მოხსნა

4. რეფორმების ჩატარებაში ხელის შეშლის შეწყვეტა.


ოდესის გუბერნატორის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს რეფორმების გზა და დაიწყოს გამჭვირვალე პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში „რეფორმეტორებს არაფერი აკავშირებს ახლანდელ მთავრობასთან და თვითონ დამოუკიდებლად კონსტიტუციურად იმოქმედებენ" - განაცხადა  სააკაშვილმა.


ქვეყანა ჩიხშია და ხელის დაფარების დრო გავიდა, ახლა საკუთარი კომერციული ინტერესების დაცვის დრო მორჩა და უნდა გადავფურცლოთ ეს ფურცელი, ან ჩვენ ყველა, ვისაც სჯერა უკრაინის ნათელი მომავლის, ჩამოვყალიბდებით და ცალკე ვიმოქმედებთ. არაფერია გადასადები" - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner