logo_geo
eng_logo
სამეწარმეო მარკეტი ბათუმის ბულვარში
- +

18 აგვისტო. 2017. 20:04



დღეს ბათუმის ბულვარში ,,სტარტაპ მარკეტი" გაიხსნა. სამეწარმეო მარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „აწარმოე  საქართველოს"  დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად დაესწრო.


გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე მონაწილეობს,  სადაც თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს თავისი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნოს. მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა აქვთ წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია. 


ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.


აღნიშნული „სტარტაპ მარკეტი" ალტერნატიული, მულტიფუნქციური და მოძრავი სავაჭრო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში სამეწარმეო სულისკვეთებას აღვივებს და ხელს უწყობს მათ ადგილზე აწარმოონ ხარისხიანი და მიმზიდველი პროდუქცია.


ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ,,სტარტაპ მარკეტი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აწარმოე საქართველოში" და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.


,,ძალიან კარგი და საინტერესო ინიციატივაა სტარტაპ მარკეტის შექმნა ბათუმში. რამოდენიმე დღე ძალიან ბევრ ბათუმელს თუ ქალაქის სტუმარს ეძლევა საშუალება დაათვალიეროს, ნახოს ჩვენი პროდუქცია. უშუალოდ სტარტაპერებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხელშეწყობაა ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი პროექტის დაწყებისთვის. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის და უკვე ფიქრობს საქმეში ჩაებას და საინტერესო პროექტი წამოიწყოს",- განაცხადა ზურაბ პატარაძემ ინტერვიუში.


აღნიშნულ ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner