BBC-ის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა ფინეთის ქალაქ ტურკუში, სადაც შეიარაღებული მამაკაცი მოქალაქეებს თავს დაესხა. თავდამსხმელს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც მამაკაცი ფეხის არეში დაიჭრა. ის, ამ დროისთვის, საპატიმროში იმყოფება.
სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, ინციდენტის ადგილას არ გაჩერდნენ.