logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ღმერთთან დარჩენას გისურვებთ!
- +

19 აგვისტო. 2017. 00:57


 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყოველთვის უმჯობესია, რომ შენთან ობიექტურად, თუ სუბიექტურად დაპირისპირებული ადამიანი ან, უფრო მძაფრად რომ ვთქვათ, შენი მტერი იყოს მორწმუნე, ვიდრე ურწმუნო. მორწმუნე კაცი უფრო ზომიერად აწონის მის ყოველ ნაბიჯს... უფრო გონივრულად მიიღებს გადაწყვეტილებას... უფრო მშვიდი იქნება მის ქმედებებში და დაფიქრებული- სიტყვებში... მარტო სხვას კი არ გაამტყუნებს, საკუთარ თავსაც დასჯის... ხოლო იქ, სადაც არაა რწმენა, არაა შიში. იქ, სადაც არაა რწმენა, არაა პასუხისმგებლობის გააზრება. მხოლოდ შურისძიების წყურვილია. შურისძიების წყურვილს სიკეთე არ მოაქვს. ფერიცვალების არსი იმაშია, რომ უკეთესნი გავხდეთ და მაშინაც კი, როცა ვმტრობთ ან გვმტრობენ, ვუპირისპირდებით ან გვიპირისპირდებიან, გვახსოვდეს, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც მიტევება და ლმობიერებაა... და არ შეიძლება ჩვენი სული და გონება მივცეთ ბოროტს, ანუ სიძულვილს და შურისძიებას... ღმერთთან დარჩენას გისურვებთ", - წერს ინაშვილი.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner