BBC-ი კატალონიის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის მთავარი ეჭვმიტანილი მუსა უკაბირი ლიკვიდირებულია.
პოლიციის ცნობით, წარმოშობით მაროკოელი მუსა უკაბირი კამბრილსში სამართალდამცავების მიერ მოკლული ხუთი თავდამსხმელიდან ერთ-ერთია.
გამოძიების ვარაუდით, სწორედ ის მართავდა ფურგონს რამბლას ბულვარზე. მისი ძმის დრის უკაბირის თქმით, მუსამ მას საბუთები მოპარა და მანქანა დაიქირავა.
17 აგვისტოს კატალონიაში განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 130-მდე ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.