ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით, თბილისის მეობის კანდიდატად ლგბტ თემის წევრის ნინო ბოლქვაძის წარდგენას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„გავიზიარე ბმული, რომელშიც საუბარია თბილისის მერობის კანდიდატად ლგბტ თემის წარმომადგენელ, ვინმე ნინო ბოლქვაძის დაფიქსირების შესახებ, რომელმაც ამ რამდენიმე ხნის წინ ე.წ. ქამინგ აუტი მოახდინა და რომელსაც რესპუბლიკური პარტია უჭერს მხარს.
მეც ვიცინე და ბევრიც ამყვა, მაგრამ:
1. იქმნება პრეცედენტი, რაც საზოგადოებისთვის ცუდია (მიჩვევის მექანიზმი ამუშავდება). იქნება ფრაზებიც: მერე რა, აქვს უფლება. კარგი იურისტია (რაც უკვე ხმიანდება). ცოდოა, შვილები ჰყავს და ა.შ.
2. ბუნებრივია, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება ხისტი გამოხმაურებები, რაზეც აგრესიული ლიბერალები და ე.წ. არასამთავრობოები აჭიჭყინდებიან ჰომოფობიური განცხადებების გამო.
3. საწინააღმდეგო აზრი „ჩაიქოლება, როგორც რუსული პროპაგანდის ნაყოფი". მიეძღვნება უამრავი გადაცემა და „ყვითელი სტატია", რაც ლგბტ თემის არაპირდაპირი პროპაგანდა იქნება.
4. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და რესპუბლიკური პარტია „გამოავლენენ" გაყალბების ფაქტებს.
5. მიიღებს საკმაოდ მსუყე გრანტს.
6. რესპუბლიკელებიც მიიღებენ გრანტს.
დ.ა.შ. გასაქანი საკმაოდ დიდია", - წერს გაბრიჭიძე.