სააგენტო „Reuters"-ის ცნობით, ლიბანის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე იერიშის დაწყებაზე გააკეთა განცხადება. ოპერაცია ლიბანისა და სირიის საზღვარზე დაიწყო.
ლიბანის არმიამ ქრისტიანული დასახლება რას-ბაალბექის სიახლოვეს გამაგრებული ტერორისტების ჯგუფზე მიიტანა იერიში. „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედროები რაკეტებს, საარტილერიო იარაღს და ვეტმფრენებს იყენებენ.
7 აგვისტოს ტერორისტებმა ლიბანის ტერიტორია დაბომბეს. ამ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეორე დღეს ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სირიის საზღვართან მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყება.