logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ესპანეთის პრემიერს ბარსელონის ტერაქტის გამოძიებაში სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა
- +

19 აგვისტო. 2017. 11:14



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში.

 

„პრეზიდენტი ტრამპი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ამ თავდასხმის გამოძიებაში, მისი ორგანიზატორების და თანამზრახველების პასუხისგებაში მიცემაში აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერის გაწევას დაჰპირდა", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


17 აგვისტოს, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner