აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში.
„პრეზიდენტი ტრამპი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ამ თავდასხმის გამოძიებაში, მისი ორგანიზატორების და თანამზრახველების პასუხისგებაში მიცემაში აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერის გაწევას დაჰპირდა", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 აგვისტოს, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.