logo_geo
eng_logo
ბათუმში თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა
- +

19 აგვისტო. 2017. 11:54



ბათუმში თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, რომელმაც სხეულის 90-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, დღეს დილით გარდაიცვალა.


როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებული კლინიკა „მედინადან" გუშინ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.


„ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. გუშინ თბილისში, დამწვრობის ცენტრში, გადავიყვანეთ. სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.


რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი მკურნალობას თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადის. მას სხეულის 32 % დამწვარი აქვს.


ბათუმში, ორი დღის წინ გენერალ აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზის სადგურში აფეთქება მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო ორი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner