logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: პარლამენტში 3 ძირითადი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთება!
- +

12 აპრილი. 2016. 00:33



„ჩვენი შიდა კვლევებიც იმას გვიჩვენებს, რომ პარლამენტში 3 ძირითადი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთება" - განაცხადა 2030-ში „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ.


მოსახლეობაში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ მაღალია და შესაბამისად, მათ ზრდის პოტენციალი არ გააჩნიათ. ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, ხელისუფლების რეიტინგი იკლებს, "თავისუფალი დემოკრატების" ზრდის პოტენციალი კი, მზარდია. ჩვენი  მთავარი პარტნიორი საზოგადოებაა. ამიტომ, მოსახლეობასთან აქტიურად ვმუშაობთ."- აღნიშნა მან.


ვიქტორ დოლიძეს დღეს გამოქვეყნებულ NDI-ს კვლევის შედეგების ობიექტურობაში ეჭვი არ შეაქვს და თვლის, რომ კვლევაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონი ბუნებრივად აისახა.


"კვლევებთან დაკავშირებით გარკვეული კრიტიკა ყოველთვის იყო, მაგრამ დღეს მათ ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი კვლევებში ბუნებრივად აისახა. ასევე ბუნებრივად აისახა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე დადებითი პროცესებიც. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა და სახეზეა საზოგადოების ერთგვარი იმედგაცრუება, რადგან ხალხმა პოლიტიკის მიმართ ნდობა დაკარგა." - განაცხადა 2030-ში ვიქტორ დოლიძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner