ებრაული კომპანია „Caliber 3", ისრაელის ტურისტებს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას შეასწავლის.
„Caliber 3"-ის ბანაკი იერუსალიმიდან დაახლოებით 24 კილომეტრში, მდინარე იორდანეს მარჯვენა მხარესაა განლაგებული. კომპანია მოგზაურებს სხვადასხვა ავტომატებიდან სროლის შესწავლას სთავაზობს. დამსვენებლებს ინსტრუქციებს ისრაელის არმიის ვეტერანები გაუწევენ.
გარდა ამისა, ტურისტებს ტერორისტული თავდასხმის იმპროვიზაციებს მოუწყობენ, სადაც ტურისტებმა თავად უნდა იპოვონ და განაიარაღონ „ექსტრემისტი".
„ჩვენი მიზანი არ არის თქვენთვის სროლის სწავლება. ჩვენი მიზანია, დაგანახოთ, როგორ გვიწევს ტერორიზმის წინააღმდეგ ისრაელში ბრძოლა", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ეითან კოენი.