logo_geo
eng_logo
ილია მეორე: უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს
- +

19 აგვისტო. 2017. 14:39



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთის სამთავროს მონასტერში ქადაგებისას სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.


„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. უფალმა იცვალა ფერი, რათა მოწაფეებისთვის ეჩვენებინა, თუ რა ძალა არსებობდა მათ წინაშე. ფერისცვალება იყო იმისთვის, რომ უფრო მეტად განმტკიცებულიყო მათი რწმენა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს. ფერისცვალება შესაძლებელია ადამიანისთვის მხოლოდ ღვთის ძალით და მადლით. შეგეწიოთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს", - ბრძანა პატრიარქმა.


წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ხილი აკურთხა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner