logo_geo
eng_logo
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
- +

19 აგვისტო. 2017. 14:40



თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, იაშვილთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა.


დღეს მიმდინარე პროცესზე ბრალდებული მიხეილ იაშვილი ცუდად გახდა. მას გული წაუვიდა. სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და შესვენება გამოაცხადეს. ბრალდებული მშრალ შიმშილობაზეა და წყალს არ სვამს. ის ცუდად პროცესის დაწყებამდეც გახდა. 


მკვლელობა მთაწმინდაზე 16 აგვისტოს მოხდა. სამართალდამცველებმა საქმე ცხელ კვალზე გახსნეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner