logo_geo
eng_logo
ვისკიში წყლის დამატება სასმელს უფრო გემრიელს ხდის
- +

19 აგვისტო. 2017. 14:44



შვედმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წყლის დამატებით ვისკიში არსებული ნივთიერება გვიაკოლი ზედაპირზე ამოდის და სასმელის დამახასიათებელ გემოს აძლიერებს. შესაბამის კვლევას ჟურნალი „Nature" აქვეყნებს.


მკვლევარებმა წყლის, ეთანოლისა და გვიაკოლის მოლეკულების ქცევის მოდელირება გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ სანამ ეთანოლის შემცველობა ვისკიში 40%-მდეა, გვიაკოლი სტაბილურად ჩერდება ჭიქის ფსკერზე, თუმცა წყლის თანდათან დამატებით, ის ზედაპირზე ამოდის.


ავტორები აღნიშნავენ, რომ დასავლურ ქვეყნებში ვისკიში წყალს ან ყინულს ხშირად ურევენ. მათი გამოთვლით, ყინულით, ისევე როგორც წყლით, ვისკის გემო და სუნი დიდხანს ნარჩუნდება.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner