logo_geo
eng_logo
მედიაკავშირი „ობიექტივი“ სამართალდამცველების მხრიდან თარხან გასვიანზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

11 აპრილი. 2016. 19:03



მედიაკავშირი „ობიექტივი" „პატრიოტთა ალიანსის" წევრის, თარხან გასვიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:



ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამ ხალხს გარკვეული იმედი ჩაუსახა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხალხზე ძალადობა შეწყდებოდა. მაღალი თანამდებობის პირებისგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ სახელმწიფოს მიდგომები შეიცვლებოდა და პოლიციელთა თვითნებობას ბოლო მოეღებოდა.

 

სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ საერთო სურათი მკვეთრად შეიცვალა, თუმცა, მიუხედავად დეკლარირებული სახელმწიფო პოლიტიკისა, სამწუხაროდ, პოლიციელთა ნაწილი ხალხზე ძალადობას განაგრძობს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სრულიად უსაფუძვლო და უმოტივო თავდასხმასაქართველოს პატრიოტთა ალაინსის" წევრსა და მედიაკავშირობიექტივის" ერთ-ერთ წამყვანზე - თარხან გასვიანზე.

 

პოლიციელს აქვს უფლება, რომ მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენება მოსთხოვოს, მაგრამ თუკი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი სამოქალაქო ტანსაცმლით წარუდგება მოქალაქეს, მაშინ ამ მოქალაქესაც აქვს უფლება, გაიგოს, ვინ ინტერესდება მისი პიროვნებით.

 

თარხან გასვიანის სწორედ ამგვარი მოთხოვნა გახდა პოლიციელთა მხრიდან აგრესიის მიზეზი, რასაც მოჰყვა მისთვის თავისუფლების უსაფუძვლოდ აღკვეთა, მისი შეურაცხყოფა და მის მიმართ ძალადობა პოლიციის შენობაში.

 

მედიაკავშირობიექტივის" ტელე-და რადიოეთერით ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები - უპირველესად კი უფლებადამცველები და ადვოკატები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ სამართალდამცავ ორგანოებთან, ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდებდნენ, რომ სამსახურებიდან დაეთხოვათ და დაესაჯათ მოძალადე პოლიციელები. სამწუხაროდ, მთავრობამ არ შეისმინა ეს მოწოდებები და შედეგიც თვალსაჩინოა - მოძალადე პოლიცილები კვლავაც ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას.

 

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას გაცნობიერებული არ აქვს პასუხისმგებლობა - ასეთი ძალადობით ნდობას კარგავენ არამხოლოდ სამართალდამცავი ორგანოები, არამედ მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები. ამიტომაც საჭიროა თითოეული ასეთი ფაქტის ზედმიწევნით გამოკვლევა და მოძალადეთა უმკაცრესი დასჯა.

 

მედიაკავშირიობიექტივი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მთავარ პროკურატურას, დეტალურად შეისწავლონ თარხან გასვიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი და კანონის ფარგლებში უმკაცრესად დასაჯონ დამნაშავეები.

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner