logo_geo
eng_logo
როგორ გააცურეს პრანკერებმა მიხეილ სააკაშვილი
- +

19 აგვისტო. 2017. 16:05

 


პრანკერმა  ალექსეი სტოლიაროვმა, ფსევდონიმით „ლექსუსი" მოყვა, როგორ გააცურა საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას RT ავრცელებს.


სტოლიაროვის განცხადებით, სააკაშვილთან გულახდილი საუბრის მოსამზადებლად ექვსი თვე დასჭირდათ. ამ დროის განმავლობაში პრანკერებმა მოახერხეს პოლიტიკოსის სრული ნდობის მოპოვება.

 

„ეს ყველაფერი 6 თვე გრძელდებოდა და სააკაშვილი უსიტყვოდ გვენდობოდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ მას მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ. მართლაც ასე მოხდა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი სიტყვები გამართლდებოდა, მაგრამ თითქოს ვუწინასწარმეტყველეთ", - აცხადებს სტოლიაროვი.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრანკერებმა პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სახელით შეძლეს გულახდილ საუბარში გამოეწვიათ მოქალაქეობაჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილი. საუბრისას ექს-პრეზიდენტმა ლამის ომი გამოუცხადა მათ, ვინც მას ბარიერებს შეუქმნის და დაჰპირდა, რომ მთელ ენერგიას და კავშირებს გამოიყენებს „ოლიგარქიული ტიპაჟების" წინააღმდეგ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner