logo_geo
eng_logo
კამბრილსის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

19 აგვისტო. 2017. 16:15



ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" ესპანეთის კამბრილსში ტერაქტის მცდელობაზე პასუხისმგებლობა აიღო.


ესპანეთის კამბრილსის მუნიციპალიტეტში პოლიციამ ტერაქტის მცდელობა 18 აგვისტოს აღკვეთა. ეს ბარსელონას ტერაქტის შემდეგ მოხდა.


მედია იუწყებოდა, რომ ლიკვიდირებულია 4 ტერორისტი, ერთი დაჭრილია. მათ თვითმკვლელების ქამრები ეკეთათ. მედიის ცნობით, ისინი აპირებდნენ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის გამეორებას.


იმავდროულად, ესპანური მედია იუწყებოდა, რომ კამბილსში ტერორისტები პოლიციამ მას შემდეგ მოკლა, რაც ისინი სატვირთო მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახნენ. ერთ-ერთი რადიოსადგურის ცნობით, ამ მეორე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, სამს მსუბუქი ტრავმები აქვს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner