ფინეთის ქალაქ ტურკუში გუშინ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 5 მაროკოელი დააკავეს.
18 აგვისტოს ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა მაროკოს 18 წლის მოქალაქემ განახორციელა.