logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: იმ წრიპინა ცოდვილ-ახალ-ათეისტებს რაღას ვერჩით, ქრისტიანებო?!
- +

19 აგვისტო. 2017. 17:13

 


„იმ წრიპინა ცოდვილ-ახალ-ათეისტებს რაღას ვერჩით, ქრისტიანებო?!" - წერს რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.

 

„გუშინ ტაქსის მძღოლს ფერისცვალების დღესასწაული მივულოცე, მაგრამ მივხვდი, რომ არ ცოდნია არსი ამ დიდებული დღესასწაულის! მერე სხვებს მივმართე: ერთმა - ყინული ჩავარდა ზღვაშიო, მეორემ - შემოდგომა დღეიდან ბუნებას ფერს უცვლისო, ვიღაცამ ყურძენი და მოხარშული სიმინდი უნდა ჭამოო და ა. შ. - უამრავი ვერსიები!.. არც ერთმა არ იცოდა, რა მოხდა 2016 წლის წინათ! გავიფიქრე: დროშაზე ხუთი ჯვარი გვიხატია და ამ დიდებული დღესასწაულის არსი არ ვიცით?! იმ წრიპინა ცოდვილ-ახალ-ათეისტებს რაღას ვერჩით, ქრისტიანებო?!

აი, წიკითხეთ!

„ამ დღეს, თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს, წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ" (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა!"

თაბორის მთაზე აგებულია ფერისცვალების ტაძარი!" - წერს რობერტ სტურუა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner