თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, გერმანიის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, რადგან გერმანიის მთავრობა მათი მტერია.
„გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეთა პარტია - ყველა მათგანი ჩვენი მტერია. ამიტომაც ისინი არ იმსახურებენ თქვენს ხმას", - მოუწოდა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.