აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ავღანეთთან დაკავშირებით, სადაც შეერთებული შტატები სამომავლო სტრატეგიაზე მუშაობს.
„კემპ-დევიდში მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარე ჩვენს ნიჭიერ გენერლებთან და სამხედრო ლიდერებთან ერთად. მივიღეთ ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის ავღანეთთან დაკავშირებით", - წერს დონალდ ტრამპი „Twitter"-ზე.