ერთ ცივ დღეს სახლში ვბრუნდებოდი და გზაში ძირს დაგდებული საფულე ვიპოვე. ჩავიხედე, მინდოდა რამე საიდენტიფიკაციო დოკუმენტი მეპოვა, მფლობელისთვის რომ დამერეკა, მაგრამ საფულეში მხოლოდ და მხოლოდ 3 დოლარი იყო და რაღაც დაჭმუჭნული წერილი, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს ამ საფულეში წლები გაატარა. მინდოდა მისამართი მაინც გამეგო და წერილის წაკითხვა დავიწყე რამე ინფორმაციის მოპოვების იმედით. დავინახე თარიღი: 1924 წელი.
ლამაზი ქალური ნაწერი იყო ლურჯ საფოსტო ქაღალდზე, პატარა ყვავილით მარცხენა კუთხეში. ეს "Dear John" წერილი იყო, რომელიც რეციპიენტ- მაიკლს ეუბნებოდა, რომ დიდი სიყვარულის მიუხედავად, მას ვეღარასდროს ნახავდა დედის აკრძალვის გამო. წერილის ბოლოს ლამაზად ეწერა: ჰანნა.
ეს ძალიან ნაზი წერილი იყო, მაგრამ ვერ ვიპოვე ვერაფერი რითაც საფულის მფლობელს ვიპოვიდი. მე საინფორმაციოში დავრეკე და ავუხსენი ოპერატორს, რომ დაკარგული საფულის მფლობელს ვეძებ და ვკითხე კონვერტზე მითითებული მისამართით თუ შეიძლებოდა ტელეფონის ნომრის დადგენა. მან ხელმძღვანელთან დამაკავშირა, რომელმაც თქვა, რომ ამ მისამართზე ნომერი არის, მაგრამ ის მე მას ვერ მომცემდა. თავაზიანად ამიხსნა, რომ მას უნდა დაერეკა ამ ნომერზე, მოეყოლა ეს ისტორია და შემდეგ ეკითხა გამესაუბრებოდა ვინმე თუ არა.
რამდენიმე წუთში ის ხაზზე დაბრუნდა და მითხრა, რომ ჩემთან საუბარი სურთ.
ქალბატონს ხაზზე ვკითხე იცნობს თუ არა ვინმე ჰანნას. მას ძალიან გაუკვირდა :„ ჩვენ ეს სახლი ვიყიდეთ ოჯახისგან, რომლის შვილს ზუსტად ჰანნა ერქვა. მაგრამ ეს 30 წლის წინ იყო!".
„იქნებ იცით მათი ადგილმდებარეობა?"- ვკითხე მე.
„მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ, ჰანნამ, დედა მოხუცთა თავშესაფარში მოათავსა. იქნებ მათ დაუკავშირდეთ, შეიძლება ისინი გეტყვიან მის მისამართს"- შემომთავაზა ქალბატონმა.
მან მოხუცთა თავშესაფრის საკონტაქტო ნომერი მომცა და მე დავრეკე. მათ მითხრეს, რომ ჰანნას დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მათ ჰქონდათ მისი შვილის ნომერი. მე მათ მადლობა გადავუხადე და დავრეკე.
ქალმა, რომელმას ყურმილი აიღო მითხრა, რომ ჰანნა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მე ჩემი თავის გამიკვირდა, რატომ ჩავატარე ნამდვილი გამოძიება რაღაც სამი დოლარის და 60 წლის წინანდელი წერილის გამო? მაგრამ თავშესაფარში მაინც დავრეკე. იქ მითხრეს, რომ ჰანნა მართლაც იქ ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ 10 საათი იყო, მე მოსვლის სურვილი გამოვხატე და თავშესაფრისკენ ავიღე გეზი. იქ მორიგე ექთანთან ერთად ავედი მესამე სართულზე და ჰანნა გამაცნეს.
ის ძალიან საყვარელი ასაკოვანი ქალბატონი იყო თბილი ღიმილით. მე მოვუყევი როგორ ვიპოვე საფულე და წერილი ვანახე. მან ღრმად ჩაისუნთქა და მითხრა :" ეს წერილი ბოლო რამაა, რაც მაიკლს მაკავშირებს. მე ის ძალიან მიყვარდა, მაგრამ სულ რაღაც 16 წლის ვიყავი. დედა კი გრძნობდა, რომ პატარა ვარ. მაიკლ გოლდშტეინი ძალიან სიმპატიური იყო, მსახიობ შონ კონერს გავდა. თუ მას იპოვით, უთხარით, რომ მასზე ხშირად ვფიქრობ." მან ტუჩები დაისველა, „მე ის დღემდე მიყვარს. იცით, მე არც გავთხოვილვარ."
ჰანნას მადლობა გადავუხადე და წამოვედი. ახლა მფლობელის გვარი მაინც ვიცოდი. მე ტყავის უბრალო საფულე ამოვიღე და უცებ გავიგონე: "ეს ხომ მისტერ გოლდშტყეინის საფულეა!". ეს დაცვის თანამშრომელი იყო. მისი თქმით მისტერ გოლდშტეინი საფულეს ყოველთვის კარგავდა. „ მე მას 3 წუთში ვიპოვი, ის ამ ადგილის ძველი მცხოვრებია "- მითხრა დაცვის თანამშრომელმა.
ლიფტში შევედით და მერვე სართულზე ავედით. მორიგე ექთანმა გვითხრა, რომ ის ალბათ კითხულობს. ოთახში შევედით და მამაკაცი დავინახეთ. ექთანმა მას ჰკითხა დაკარგა თუ არა მან საფულე. მისტერ გოლდშტეინმა ჯიბე შეამოწმა და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ საფულე დაკარგა. მე მას დაკარგული ნივთი გადავეცი და ვუთხარი, რომ არაფერი მჭირდებოდა, მაგრამ რაღაც უნდა მეთქვა მისთვის.
-„ წერილი წავიკითხე, მინდოდა საკონტაქტი ინფორმაცია მეპოვა"- ვუთხარი მე
-„თქვენ რა, წერილი წაიკითხეთ?"- მის სახეზე ღიმილი აღარ იყო.
-„ და არა მხოლოდ წავიკითხე, მგონი მე ვიცი სად იმყოფება ჰანნა"- ავუხსენი მე
-„ იცით? სად არის? ისეთივე ლამაზია? გთხოვთ მითხარით! მე მას ხვალ დავურეკავ, თუ რამე იცით მითხარით. მე ეს გოგო მიყვარდა. ცოლიც არ მომიყვანია. მგონი მე ის ყოველთვის მიყვარდა."- თქვა მაიკლმა
-„ის კარგად არის და .. ისეთივე ლამაზია, როგორც ადრე. მისტერ გოლდშტეინ წამომყევით."- თბილად ვუთხარი მე.
ჩვენ მესამე სართულზე ჩავედით და შევედით ოთახში, სადაც ჰანნა მარტო უყურებდა ტელევიზორს. ექთანმა მას ჰკითხა: „ჰანნა ამ მამაკაცს იცნობთ?". მაიკლი ოთახში შევიდა.
ჰანნას არაფერი უთქვამს. „ჰანნა მაიკლი ვარ, მიცანი ?"- თბილად ჰკითხა მაიკლმა.
„მაიკლ, არ მჯერა, შენ ხარ?"- ის მას მიუახლოვდა და ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ჩვენ ავტირდით.
დაახლოებით 3 კვირაში თავშესაფრიდან დამირეკეს და მკითხეს შევძლებ თუ არა მაიკლის და ჰანნას ქორწილში მოსვლას.
ეს ულამაზესი ქორწილი იყო. ჰანნას ლამაზი ღია ფერის კაბა ეცვა და ის შესანისნავად გამოიყურებოდა, მაიკლი კი მუქ ლურჯ კოსტუმში იყო.
ეს 60 წლიანი სიყვარულის ისტორიის შესანიშნავი დასასრულია.
წყარო: http://pip.ge/index.php/2015/10/19/am-kacma-dzirs-dagdebuli/