ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით კატალონიაში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე გამოცხადდა.
ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი 22 წლის იუნეს აბუიაქუბი კვლავ ძებნაშია. ბარსელონას პოლიციის ინფორმაციით, სწორედ ის მართავდა მინიავტობუსს, რითაც ფეხით მოსიარულეებზე თავდასხმა განხორციელდა.
იმ ქალაქებში კი, სადაც ჯიჰადისტები აიყვანეს, ეჭვმიტანილების სახლების ჩხრეკა მიმდინარეობს.