რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ სურგუტში გამვლელებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
დანით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მოქალაქემ სურგუტში 8 ადამიანი დაჭრა. სამართალდამცველებმა ის დაკავებისას მოკლეს.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დადგენილია თავდამსხმელის ვინაობა - ის 1994 წელს დაბადებული ბობიჩელ აბდურახმანოვია.