logo_geo
eng_logo
El Espanol: ტერორისტები თავდასხმას „საგრადა ფამილიას“ ტერიტორიაზეც გეგმავდნენ
- +

19 აგვისტო. 2017. 22:42


ესპანური გამოცემა El Espanol წერს, რომ ბარსელონისა და კამბრილსის ტერაქტების შემსრულებლები მესამე ტერორისტულ აქტს „საგრადა ფამილიას" ტერიტორიაზე გეგმავდნენ. როგორც გამოცემა წერს, ტერორისტებს დაგეგმილი ჰქონდათ განეხორციელებინათ ერთდროულად სამი თავდასხმა ფურგონით და თავდამსხმელები ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებასაც გეგმავდნენ.


თავდასხმის ერთ-ერთი ადგილი უნდა ყოფილიყო ბარსელონაში, კათოლიკური ბაზილიკა საგრადა ფამილიას ტერიტორია, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ ადგილად ითვლება.


17 აგვისტოს კატალონიაში განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 130-მდე ადამიანი.


ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner