logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილი: ფარული ვიდეო თვალთვალი სააკაშვილისა და მერაბიშვილის ხელდასხმით კეთდებოდა!
- +

12 აპრილი. 2016. 03:40


 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში, ფარული ვიდეოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.


ოქრუაშვილის განცხადებით, ჩანაწერების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება ე.წ. ძალაუფლების შენარჩუნების პერიოდს, ანუ 2007 წლის შემდეგ არის გადაღებული.


„ჩანაწერების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება .. ძალაუფლების შენარჩუნების პერიოდს, ანუ 2007 წლის შემდეგ არის გადაღებულიმე თავის დროზე ყოფილი ხელისუფლების წევრი ვიყავი და ვიტყვი, რომ ვერცერთ უწყებაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, იქნებოდა ეს პროკურატურა, შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო, ვერავინ გაბედავდა მსგავსიკრეატივიზმისშემოტანას, რომ არ ყოფილიყო ნებადართული ჩემს მიერ. ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის ნების გარეშე ამ საქმეებით ვერავინ იქნებოდა დაკავებული დამოუკიდებლად. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, ისინი, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, გაჩუმებულიყვნენ და ეს ჩანაწერები მათ წინააღმდეგ გამოყენებულიყო. არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ამ ყველაფრის ტელევიზიებით ჩვენება. პირდაპირ მიდიოდნენ, აშანტაჟებდნენ და რაღად სჭირდებოდათ ამის ტელეეთერში გამოქვეყნება. ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო, ატმოსფერო შექმნილი იყო ზემოდან და შესრულება ხდებოდა კონკრეტული ჩინოვნიკების მიერ, ვინც არ უნდა, ხელები დაიბანოს, ეს იქნება სააკაშვილი თუ მერაბიშვილი, უშუალოდ, მათი ხელდასხმით აკეთებდნენ ჩინოვნიკები ამ ყველაფერს", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner