როგორც გამოცემა Midi Libre წერს, საფრანგეთის ქალაქ ნიმის სადგურზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ადგილობრივი დროით 21:15 ქალაქის სადგურიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.
ფრანგული მედიის ცნობით, ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც პოლიციაში შევიდა ცნობა, რომ სადგურში ერთი ან მეტი შეიარაღებული პირი იყო.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.