ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ირანის ბირთულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმების შენარჩუნებაა.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი ამოცანაა ბირთული პროგრამის შეთანხმების პირობები დაიცვას და არ დაუშვას, რომ აშშ-მ და ჩვენმა სხვა მტრებმა თავის მიზანს მიაღწიონ," - განაცხადა ჰასან როუჰანმა.
ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის შეთანხმება მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წლის ივლისში შედგა - ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად მოხსნის პირობა მიიღო.