logo_geo
eng_logo
გიორგი ყუფარაძე: მათთვის ვინც გაჰყვირის, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარაფერს აკეთებს!
- +

20 აგვისტო. 2017. 15:15

 


„ქართული ოცნების" წარმომადგენელი გიორგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებულ პროექტებს ავრცელებს.


„ეს მათთვის ვინც გაჰყვირის, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარაფერს აკეთებსო!

2012  წლამდე დაიხარჯა 2,8 მილიარდი ლარი.

გთავაზობთ იმ ქველმოქმედების არასრულ სიას, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის მიერ. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით საქართველოს ყველა სოფელს ინტერნეტი ექნება, პროექტის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია და მას სრულად დააფინანსებს ფონდი „ქართუ".

საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მთლიანობაში ხელმისაწვდომი მოსახლეობის 91%-სთვის გახდება. OპენNეტ-ის მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გამოყენებით მომსახურებას მიიღებს 190,000-მდე აბონენტი. პროექტის განხორციელება 2018 წელს უნდა დასრულდეს.

პროექტი ასევე მოიცავს რეგიონის მასშტაბით კვალიფიციური კადრების გადამზადებას, ტრენერების მომზადებას, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზებს დააფინანსებს. გათვალისწინებულია ასევე ინტერნეტიზაციის პროცესის ხელშემწყობი ქმედებები, მათ შორის კომპიუტერული წიგნიერების, კომპიუტერიზაციის და მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერული ბიზნესის ხელშეწყობა.

პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა.

ფონდი „ქართუს" რაგბის პროგრამის ფარგლებში დაიხარჯა 100 მილიონი ლარი და აშენდა 16 სარაგბო ობიექტი.პროგრამა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რაგბის თანამედროვე სპორტული კომპლექსების აშენებას, აღჭურვასა და შემდგომ მხარდაჭერას, რათა მოზარდებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჰქონდეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

ფონდი „ქართუს" რაგბის პროგრამის ყველა პროექტს აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს ეროვნული და საერთაშორისო დონის შეხვედრებს.

მარტყოფის რაგბის გადამზადების ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებულ კომპლექსს, რომელშიც გაერთიანებულია: ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, განათებით და სარწყავი სისტემით, 724 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა საშხაპეები, სატრენაჟორო, საკონფერენციო დარბაზი 64 ადგილიანი სასტუმრო, სრული ინფრასტრუქტურით და ჰელიოსისტემით „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა" მოიცავს 16 სარაგბო კომპლექსს, რომელთაგან უმრავლესობა უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია შესული.

ამ ეტაპზე პროგრამაზე დახარჯულია 100 მლნ ლარი, რაც გულისხმობს, როგორც სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას, ისე საქართველოს ნაკრების კომპლექსურ დაფინანსებას. „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა" მომავალში გაგრძელდება „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის" სპორტული სარაგბო ობიექტების სია: 1.ასპინძის რაგბის ბაზა (დასრულებული) 2.ფოთის რაგბის ბაზა (დასრულებული) 3.ბათუმის რაგბის ბაზა (სრულდება) 4.თელავის რაგბის ბაზა (მიმდინარე) 5.გორის რაგბის ბაზა (დასრულებული) 6.სენაკის რაგბის ბაზა (მიმდინარე) 7.სტადიონი შევარდენი თბილისში (დასრულებული) 8.სტადიონი სინათლე(ავჭალა) (დასრულებული, მიმდინარეობს განათების აბგრეიდი) 9.თბილისის ლოკომოტივის ბაზა (დიღომი)(მიმდინარე) 10.თბილისი დიდი დიღმის ბაზა (დასრულებული) 11.მარტყოფის რაგბის ბაზა (დასრულებული) 12.რუსთავის რაგბის ბაზა (დასრულებული) 13.ქუთაისის რაგბის კომპლექსი (დასრულებული) 14.ქუთაისის რაგბის ბავშვთა აკადემია (მიმდინარე) 15.თბილისის მოზარდ რაგბისტთა ბაზა ვარკეთილში (დასრულებული) 16. თბილისის რაგბის ბაზა ნუცუბიძის პლატოზე (მიმდინარე).

„ქართუ" კიდევ ხუთი სარაგბო ბაზას ააშენებს

გორის ნაგავსაყრელზე ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენებისათვის ფონდმა 5 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

საქართველოში ყველაზე დიდი ქუთაისის სარაგბო კომპლექსი კი 4 მოედანს აერთიანებს, აქედან 3 ბუნებრივი საფარით არის დაფარული.

ბაზაზე მორაგბეებისთვის შენდება სასტუმროც, სადაც ჩემპიონატის დროს სპორტსმენები დაბინავდებიან. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მასზე 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სრულად, ქუთაისის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა ფონდ „ქართუს" 12 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა და ცენტრალური მოედანი ერთდროულად 4870 მაყურებლის მიღებას შეძლებს.

ქალაქ ფოთში მდებარე სარაგბო ბაზა კი 2450 მაყურებელზეა გათვლილი და მშენებლობის ხარჯმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ფონდ „ქართუს", საქართველოს მასშტაბით, 10 სარაგბო ბაზა აქვს აშენებული, 5 კი ამჟამად, მშენებლობის პროცესშია. ყველა ბაზაზე ბავშვებისათვის რაგბის შესწავლა უფასოა.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სასტუმროს მშენებლობა.ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე „ფონდმა ქართუმ" სასტუმროს მშენებლობა 300 000 ლარით დააფინანსა.

„BLACK SEA ARENA" , რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქა.ბიძინა ივანიშვილმა 200 მილიონ ლარად შეფასებული,მის მიერ აშენებული „BLACK SEA ARENA" სახელმწიფოს აჩუქა.

მისი მშენებლობა თითქმის 7 წელია მიმდინარეობს. დარბაზი დაახლოებით 10 000-მდე მაყურებელს იტევს. 25-მდე შშმ პირისთვის დარბაზის ცენტრში გამოყოფილია ადგილი ეტლით სარგებლობისთვის.

საკონცერტო დარბაზის მშენებლობაზე 700-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. „ურეკის საკონცერტო დარბაზის" მშენებლობაზე „ფონდმა ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ელიტა ბურჯი" და ასოციაცია „ატუ" ახორციელებდნენ. საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ 2000-მდე ავტომობილის პარკირებისთვის გამოყოფილია ადგილი. „BLACK SEA ARENA" აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონდე უსაფრთხოების სისტემით.

ფონდმა „ქართუმ" წელს კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

700-ზე მეტი ძეგლის შემდეგ, ფონდმა „ქართუმ" წელს კულტურული მემკვიდრეობის კიდევ 60-ამდე ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტში ფონდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოცაა ჩართული. ამჟამად აქტიური მუშაობა აწყურის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის აღსადგენად მიმდინარეობს. გათხრების დასრულების შემდეგ ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებებია დაგეგმილი.

მიმდინარე წელს დაიწყება სამუშაოები სამხრეთ საქართველოში მდებარე 964 წელს აშენებული კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და დამახინჯებულად აღდგენილია დასავლეთის მხარე. ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად არქეოლოგიური გათხრებიც დაიწყება.

ასპინძის რაიონში, სოფელ ოთასთან 5 კმ-ში მდებარე შორეთის სამონასტრო კომპლექსი, არქეოლოგების თქმით, მიწით იყო დაფარული. ძეგლის გადასარჩენად აქტიური მუშაობა 2015 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს კი სამუშაოებისთვის 130 000 ლარია გამოყოფილი.

ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა კიდევ 3 სართული აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ისინი კიდევ რამდენიმე სართულზე მნიშვნელოვან გამოქვაბულებს მიაკვლევენ.

ფონდმა „ქართუმ" ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია 2005 წელს დაიწყო და 10 წლის განმავლობაში პროექტებში 33 მილიონ ლარზე მეტი ჩადო. მიმდინარე წელს კი ძეგლების რესტავრაციისათვის ფონდს 11 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი.

ვარძიაში ფონდი „ქართუ" სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კედლების გამაგრება. სარესტავრაციო სამუშაოების ღირებულება 1 მილიონი ლარია.

ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის ნახატები „შველი წყლის პირას" და „არსენალის მთა ღამით" ხელოვნების მუზეუმს გადასცა. საქართველო ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას „შველი წყლის პირას" შეემატა. ნახატი ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად ფონდმა „ქართუმ" გადასცა.

„შველი წყლის პირას" ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა რის შემდეგად, იმავე წელს, „სოთბი"-ს აუქციონზე გაიყიდა, რამდენიმე წელიწადში კი ქართუ ჯგუფმა შეიძინა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც საზოგადოებას ნახატის დაბრუნება მიულოცა.

საქართველოს ასევე უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის" აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა/რესტავრაცია

ბიძინა ივანიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრის რესტავრაცია სრულად დააფინანსა. პროექტის ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით შექმნილი, ავსტრიული ბროლით დამზადებული 600 ნათურიანი ჭაღი; განათებისთვის საჭირო 12 000 ერთეული ავსტრიული ბროლის დეტალი ფონდმა „ქართუმ" კომპანია „სვაროვსკისგან" შეიძინა. თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით.

განმუხურში ბოტანიკურ ბაღი გაშენდება

ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ განმუხურში, სამეგრელოსა და აფახაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან „ფონდი ქართუ" 83,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ბოტანიკური ბაღს გაშენებს.

პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, რა ვადებში მოხდება ბაღის გაშენება და როგორი იქნება დაფინასება პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ქართუმ" 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 2 250 000 ლარი გადარიცხა

ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი „ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროთი აფინანსებს

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი „ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროთი დააფინანსებს. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს და მაქსიმალურად გამოიყენებს წამყვანი მეცნიერების შესაძლებლობებს, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი დაფუძნდეს.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი „ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროთი აფინანსებს

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი „ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროთი დააფინანსებს. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს და მაქსიმალურად გამოიყენებს წამყვანი მეცნიერების შესაძლებლობებს, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი დაფუძნდეს", - წერს ყუფარაძე.

 










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner