სირიის დედაქალაქ დამასკოში ტერორისტების მიერ საერთაშორისო გამოფენაზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
საერთაშორისო გამოფენაზე იერიში სარაკეტო დარტყმებით მიიტანეს. სროლას დამასკოს დასახლება აღმოსავლეთ გუტაში დაბანაკებული შეიარაღებული დაჯგუფება აწარმოებდა.
დამასკოს საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა 6 წლიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად იმართება.