საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ლისის ტბაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
„1. ლისის ტბაზე ხანძარი ლოკალიზებულია...
2. ბორჯომში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის მიუვალ ფერდობზე ხანძრის ჩასაქრობად ერთვება ვერტმფრენი, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.." - წერს პერტაია.