logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: რა მოხდა დღეს? რაღაც არ წავიდა სწორი გზით... რაღაც დალპა ურთიერთობაში...
- +

12 აპრილი. 2016. 04:33



ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა თათია სამხარაძის ბრალდებას შალვა რამიშვილის მისამართით იმის შესახებ, რომ რამიშვილი მას სექსუალური მოტივით ავიწროებდა, არ ეთანხმება და ამის შესახებ წერს:



მოძალადე" შალვა რამიშვილი, თუ პროფესიული დისკომუნიკაცია?

ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე პირველი რასაც ვასწავლით ახალბედებს -ერთმანეთის პატივისცემა და გატანაა!

საბედნიეროდ ჩვენ მრავლად გვყავს ჟანა დარკის სინდრომით "დაავადებულები"-ეს ჟურნალისტიკის მამოძრავებელი ძალაა!

ცეცხლში, ტყვიის ზუზუნში, ქარტეხილში და ცხელ წერტილში-მუდამ პირველი იყო...

 

ასე იყო 1989 -ის 9 აპრილის ავბედით გარიჟრაჟზე... წინ პატარა ქალბატონები კედლად აეფარნენ ბიჭებს...  90-იანებში ჩვენი გოგოები ხან ბრძოლის ველზე, ხან კი კანტუზია მიღებულები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ომში გადაღებულ უნიკალურ მასალას იცავდნენ მომავალი თაობებისთვის მისატანად... ირმა ინაშვილი, მაკა რაზმაძე, თამრიკო დეკანოსიძე... და აი 2007-ის 7ნოემბერს ჩვენი ლამაზი, ერთ დღეში დაქალებულ- დავაჟკაცებული სიფრიფანა ჟურნალისტი გოგონები,ზონდერებისგან სამიზნედ ქცეულ ოპერატორ ბიჭებს საკუთარი სხეულით ეფარებოდნენ!

 

იგივე განმეორდა 26 მაისს...

არ გადაშენებულა ერი არა!

არ მკითხოთ ახლა სად არის ბმა ამ თემებშიო!

შალვას საკითხს დავუბრუნდები...

მადარდებს და მტკივა, რადგან ჩემია!

 

უხსოვარი დროიდან ვმეგობრობთ, ერთმანეთში იმდენი გვილაზღანდარია და გვიტინგიცია-ამას რომ სხვა რაკურსით შეხედო, რასაც გინდა მოიგონებ...

კი ბატონო, ხშირად ზომაზე მეტად ფორიაქობს, შეიძლება ისეთი შეკითხვა დასვას, სულ თავ-ბედი გაწყევლინოს, შეიძლება ნერვებიც მოგიშალოს...

 

მაგრამ იძალადოს?

ჩემი თაობის და პრინციპში უმცროსი თაობის ჟურნალისტები დამეთანხმებიან, რომ ხშირად საეთეროდ ტანსაცმლის გამოცვლა ოპერატორებთან ან პროდიუსერებთან გვიწევს და ერთი სიტყვა- "გატრიალდი ვიცვლი" არასოდეს ითხოვს გამეორებას...

 

ეს პროფესიული სიწმინდეა!

იქნებ რაღაც გლობალური დისკომუნიკაცია მოხდა,

ან თაობებს შორის ხიდჩატეხილობაა?

ისევ აქტუალურია თემა რომელსაც ასე ხშირად გვაწერინებდნენ სკოლაში?

ფაქტია,რომ ტელე-სივრცემ, სამონტაჟომ, საგრიმიორომ, საეთერომ არასოდეს იცოდა სქესი, გენდერი და მითუმეტეს დაუწერელი კანონი - "ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ"-ყოველთვის მუშაობდა...

 

რა მოხდა დღეს?

რაღაც არ მომწონს...

რაღაც არ წავიდა სწორი გზით....

რაღაც დალპა ურთიერთობაში....

ჩემი მეგობარი შალვა არ არის მოძალადე ის უბრალოდ ხშირად საკუთარი კრეატიული ფანტაზიების მსხვერპლია-და განა ეს დასჯადია?"


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner