logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: კანონში ახალი მუხლები შევა, რომელიც ადვოკატთა საქმიანობას უკეთ მოაწესრიგებს
- +

20 აგვისტო. 2017. 18:21



„იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომ ადვოკატთა ასოცოაციასთან ერთად მივიღოთ ძალიან კარგი ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ადვოკატთა ინსტიტუტი როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტი", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაოაბაზე კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.


მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით კანონში ახალი მუხლები შევა, რომელიც ადვოკატთა საქამიანობის უკეთ მოაწესრიგებს.


„ამ ცვლილებებით, ჩვენ ვცდილობთ კანონში ახალი მუხლები შევიტანოთ, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით არის მოწოდებული და ის ეხება პროფესიაში შესვლას, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების ვადებს, პროცედურებს, ანუ არის საკითხები, რომელიც ადვოკატთა საქამიანობის უკეთეს მოწესრიგებას უკავშირდება. ეს იქნება ძალიან კარგი ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ადვოკატთა პროფესიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გასვლითი შეხვედრა, რომელიც ქობულეთში მეორე დღეა მიმდინარეობს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით იმართება.


დღეს, შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ: საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პრინციპებზე, ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდასა და ასოციაციაში გაწევრიანებაზე, საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე, ეთიკის კომისიასა და დისციპლინური დევნის განხორციელებაზე, ასევე დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესზე.


ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და თავმჯდომარის მოადგილეები ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი.


კომიტეტის წევრები გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი და აპარატის თანამშრომლები, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (PROLoG) წარმომადგენლები.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner