ბორჯომში სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ჰექტარი ტყის მასივი იწვის. ცეცხლის კერიდან 2 კილომეტრში მოსახლეობა ცხოვრობს, თუმცა მათზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.
სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობას რთული რელიეფი და ძლიერი ქარი უშლის ხელს.
„ხანძარი ამ დრომდე მძვინვარებს. საბედნიეროდ, ვერტმფრენის ჩართვა დროულად მოხდა. ცეცხლის კერიდან 2 კილომეტრში სოფელი ყვებისი მდებარეობს. დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, არც მოსახლეობის ევაკუაციას ვახდენთ", - განაცხადა აკაკი მაჭუტაძემ.
ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში რამდენიმე საათის წინ ჩაერთო.