logo_geo
eng_logo
ნაირა გელაშვილი: ნუ მიხვალთ ტელესტუდიაში, სადაც ჯალათებს დაგახვედრებენ, როყიოდ დაახურდავებენ ჩვენს სატკივარს!
- +

12 აპრილი. 2016. 04:33



ნაირა გელაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს:



„ჩემო ძვირფასო ადამიანებო, რომლებმაც უშუალოდ გადაიტანეთ სააკაშვილის რეჟიმის მთელი საშინელება, რეჟიმისა, თქვენი ჯანმრთელობა, თავმოყვარეობა, უახლოესი ადამიანები, მთელი ცხოვრება რომ შეიწირა, რატომ მიდიხართ იაფაფსიან, აყეფებულ-აქაფებულ ტელეგადაცემებში, რატომ უყადრებთ თავს ბოროტმოქმედებს, რატომ ახდენთ მათ დაკანონებას თქვენი მათ გვერდით ჯდომით? საუბრით? რატომ აწყვეტინებთ ისედაც დაწყვეტილ ნერვებს?

 

მესმის, რომ თქვენი საშინელი მარტოობიდან გამოსვლა, ადამიანებთან დალაპარაკება, სიმართლის აღიარება გწყურიათ, მაგრამ, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ ის ძველი კანონი, რომელიც მსგავს შემთხვევებში სწორად მოქცევას გვასწავლის, კანონი, რომელიც გვიკრძალავს მარგალიტების დაყრას ღორებისათვის, მით უფრო, სისხლიანი ღორებისათვის. და თქვენი მწარე გამოცდილება თქვენი მარგალიტია, თქვენი სიმდიდრეა, თქვენი მტკივნეული სიბრძნეა, საიდანაც, დარწმუნებული ვარ, დიდი სიმართლე და სიკეთე, დიდი ზნეობრივი გაბედულება ამოიზრდება და სხვებს დაიცავს, სხვებს გააძლიერებს. მიდით ღმერთთან, მიდით წიგნთან, მიდით ბუნებასთან, დაწერეთ, რაც ნახეთ და გადაიტანეთ, მიდით კარგ ადამიანებთან, მაგრამ ნუ მიხვალთ ტელესტუდიაში, სადაც თქვენს ჯალათებს დაგახვედრებენ, სადაც როყიოდ დაახურდავებენ თქვენსა და ჩვენს სატკივარს, სადაც ტრაგედიას სანახაობად აქცევენ. ნუ მიხვალთ და ნურც უყურებთ".



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner