ნინო კვაჭანტირაძე „რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ გამოკითხვას 9 აპრილის შესახებ ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
„SOS, SOS, SOS!
განათლების მინისტრი გარდაცვლილია და გვიმალავთ?
მერამდენე სირცხვილია, მერამდენე? არ იციან 9 აპრილი, რატომ დაიღუპნენ ჩვენი შვილები- თამრიკო ჭოველიძე, ეკა ბეჟანიშვილი, ნათია ბაშალეიშვლი... ბავშვებმა არ იციან რომ მშობლების თაობას თავისუფლების გამო ცხვირ- პირიდან სისხლი გვადენინეს, თავები დაგვიჩეხეს, მოგვწამლეს, დაგვხოცეს იმპერიის მამებმა... სირცხვილია...
რომელ განათლების რეფორმაზე ვლაპარაკობთ, სადაა სკოლა, რომელ ისტორიას ვასწავლით, რომელ ეროვნულ გამოცდებს ვაბარებთ, რა უნარების ტესტებს ვაწერინებთ, განათლების მინისტრი მკვდარია თუ ხმას რატომ არ იღებს, პირადი ცხოვრებით გართულებს უფლებების დაცვაზე ლაპარაკი არ დაგავიწყდეთ, ეგ უფრო მთავარია... ( ვაი, ჩვენს პატრონს...)"