logo_geo
eng_logo
სენაკში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნეს
- +

21 აგვისტო. 2017. 11:25



2017 წლის 24 მაისს სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს „საქართველოს ბანკის" ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი - მ.წ. დაკავებულია, ხოლო კიდევ ერთ თანამზრახველზე - თ.შ-ზე გამოცხადებულია ძებნა.


მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა - პატიმრობა.


ამჟამად ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმალვაში მყოფი ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების და დანაშაულში მხილებული სხვა პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.


აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner